ონლაინ წამზომი ⏱️

მილიწამი მილიწამი
წრის ნომერი წრის დრო სრული დრო

რა არის წამზომი?

წამზომი ან დროის ამთვლელი არის ზუსტი მრიცხველი, რომელიც ზომავს დროის რაოდენობას მისი გააქტიურებიდან მის გამორთვამდე.

როდის გამოიგონეს წამზომი?

მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობენ, რომ პირველი მოწყობილობა რომელსაც დღეს ქრონოგრაფს უწოდებენ, ჟან-მოის პუზაიმ გამოიგონა 1776 წელს, ოფიციალურ ჩანაწერებში ჩანს, რომ ქრონოგრაფი პირველად ნიკოლას მათია რიზაკმა წარუდგინა საფრანგეთის მეფეს, ლუი-ფილიპეს 1821 წელს, რათა ცხენებით რბოლისას გამოეყენებინათ. პირველი თანამედროვე წამზომი 1869 წელს დაამზადა ცნობილმა შვეიცარიელმა საათების მწარმოებელმა, თაგ ჰოიერმა.

როგორ გამოვიყენოთ წამზომი?

წამზომი დროის ათვლას დაწყების ღილაკზე დაჭერის შემდეგ იწყებს. როდესაც გაზომვის პროცესი დასრულებულია, გაჩერების ღილაკს ვაჭერთ და გასული დრო დამახსოვრებულია. ამის შემდეგ, წამზომის მრიცხველის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება შესაძლებელია აღდგენის ღილაკზე დაჭერით.

სად გამოვიყენოთ წამზომი?

წამზომები ხშირად გამოიყენება სხვდასხვა ტიპის სპორტული აქტივობების დროს, მათ შორის სირბილში, ველორბოლაში ან ცურვაში. თუმცა, წამზომების გამოყენება მხოლოდ სპორტული აქტივობებით არ შემოიფარგლება. არსებობს მრავალი სხვა დავალება, რომელთაც თვალყური უნდა ვადევნოთ და ამისთვის წამზომი უნდა გამოვიყენოთ, რადგან მას შეუძლია ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა გაყოფილი ან წრიული დროები, რათა დაგვეხმაროს შესრულებული საქმის ხარისხის დადგენაში.

რა განსხვავებაა წამზომსა და ტაიმერს შორის?

წამზომი ნებისმიერი საქმიანობის განმავლობაში გამოიყენება დროის გასაზომად ან დასათვლელად, როგორიცაა რბოლა, ხოლო ტაიმერი არის მოწყობილობა, რომელიც მუშაობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამ დროის გასვლის შემდეგ წყვეტს მუშაობას. რომ შევაჯამოთ, ტაიმერი შეგვიძლია განვმარტოთ როგორც დროის დასათვლელი ქრონომეტრი, როცა წამზომი დროის ასათვლელი ქრონომეტრია.

სად არის წამზომი კომპიუტერში?

ონლაინ წამზომის საშუალებით შეგიძლიათ გამოიყენოთ წამზომი, მიუხედავად ოპერატიული სისტემისა. თუ Windows 10_ს იყენებთ, “სტარტში” “სიგნალის” ჩაწერის შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ “სიგნალები & საათი” და შემდგომ გამოსულ ფანჯარაში მიაღწევთ წამზომის ჩანართამდე.

რა არის ონლაინ წამზომი?

ონლაინ წამზომი არის ადვილად გამოსაყენებელი ონლაინ დროის დათვლის ტაიმერი, რომელიც გაძლევთ საშუალებას ჩართოთ წამზომი და შეინახოთ დრო საათებში, წუთებში და მილიწამში.

როგორ გამოვიყენოთ ონლაინ წამზომი?

იმისათვის, რომ გამოიყენოთ ონლაინ წამზომი, ჯერ უნდა დააჭიროთ ღილაკს ”სტარტი”. გასული დროის ჩაწერა “პაუზის” ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ, როდესაც პროცესი რომელსაც ითვლით დასრულდება ან შეგიძლიათ ჩაიჭეროთ წრიული დროები გასული დროის საწყის მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე “წრიულ” ღილაკზე დაჭერით.